ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2017 წლის 22 თებერვალს, უკრაინის ეროვნულ ფილარმონიაში გაიმართა ცნობილი ქართველი პიანისტის, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის თამარ ბერაიას სოლო კონცერტი. 

განთავსების თარიღი: 23.02.2017
 

2017 წლის 21 თებერვალს, საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება შეხვდა კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტის რექტორს ლეონიდ გუბერსკის.

განთავსების თარიღი: 21.02.2017
 

2017 წლის 20 თებერვალს, . კიევში, „ზეციური ასეულისხსოვნის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება და საელჩოს თანამშრომლები ეწვივნენ  მემორიალს და პატივი მიაგეს დაღუპულების, მათ შორის ზურაბ ხურციასა და დავით ყიფიანის ხსოვნას

განთავსების თარიღი: 20.02.2017
 

2017 წლის 14 თებერვალს საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება შეხვდა უკრაინის კულტურის მინისტრს ევგენი ნიშჩუკს. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს  კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხები. 

განთავსების თარიღი: 15.02.2017
 

მ.წ. 6 თებერვალს, საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება შეხვდა უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ლილია გრინევიჩს. შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.

განთავსების თარიღი: 07.02.2017
 

მიმდინარე წლის 2 თებერვალს, ელჩმა მიხეილ უკლებამ ლექცია გამართა გაერთიანების "Самопоміч" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებისთვის, პროექტის „ახალგაზრდობა საზღვრების გარეშე“ ფარგლებში. 

განთავსების თარიღი: 02.02.2017
 

მ.წ. 30 იანვარს, გაიმართა შეხვედრა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან სერგეი ზლაკომანთან.  შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საარსებო წყაროების სააგენტოს დირექტორი ირაკლი უჯმაჯურიძე და უკრაინაში დანიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენლობის დირექტორი კრისტა ზონგოლოვიჩი.

განთავსების თარიღი: 30.01.2017
 

მ.წ. 27 იანვარს,  საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება, საქართველოს კონსული ნანა ჩაბრავა, გია ცერცვაძე, მისი მეუღლე და ადვოკატი უკრაინის სახალხო დამცველს ვალერია ლუტკოვსკას შეხვდნენ.  შეხვედრისას უკრაინის სახალხო დამცველმა გია ცერცვაძეს გათავისუფლება მიულოცა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე მონიტორინგს ახორციელებდა.  

განთავსების თარიღი: 27.01.2017
 

მ.წ. 20 იანვარს, ქ. კიევში, უკრაინაში და საქართველოში დანიის სამეფოს ელჩმა კრისტიან დონს კრისტენსენმა  საქართველოში დანიის სამეფოს საპატიო კონსულს ესბენ ემბორგს გაწეული ნაყოფიერი მუშაობისთვის დანიის დედოფლის მარგარეტ II სახელით გადასცა დანერბორგის I ხარისხის რაინდის ორდენი. 

განთავსების თარიღი: 25.01.2017
 

მ.წ. 20 იანვარს, კიევში, რესტორანში „გოგი“, გაიმართა ტურისტული პრეს-კლუბის სხდომა, რომელიც ორგანიზებული იყო უკრაინის ტურისტული განვითარების ცენტრის, საქართველოს საელჩოსა და ავიაკომპანიის „იანეარ“ მიერ.

შეხვედრაზე დამსწრეთ სიტყვით მიმართა უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ, რომელმაც შეაჯამა გასული წლის შედეგები. აღინიშნა, რომ უკრაინაში სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველო, ქართული კულტურა და ქართული სამზარეულო, რაზეც მეტყველებენ შესაბამისი ციფრები - 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, უკრაინელი ტურისტების რაოდენობა 22 %-ით გაიზარდა და 172 ათასს გადააჭარბა. 14 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა საქართველოდან ექსპორტი, მათ შორის, 70%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი (5.8 მლნ. ბოთლი) და 28%-ით ციტრუსების ექსპორტი (7.5 ათასი ტონა) და ამ მხრივ, უკრაინა მეორე ადგილს იკავებს. უკრაინაში საქართველოს პოპულარიზაციისა და უკრაინელი ტურისტების ზრდის წინაპირობაა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის დივერსიფიკაცია. დღეისათვის, უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან ხორციელდება რეგულარული რეისები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით. აპრილიდან, უკრაინის მიმართულებით ფრენების აღდგენას გეგმავს ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეის“.

განთავსების თარიღი: 23.01.2017
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ