ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მ.წ. 27 ივნისს, საქართველოს ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევროპული ინტეგრაციის საკითხებში ოლენა ზერკალს. რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომელსაც აგრეთვე ესწრებოდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორი ვასილ ბოდნარი და საელჩოს უფროსი მრჩეველი ალექსანდრე ყიფიანი.

განთავსების თარიღი: 27.06.2017
 

2017 წლის 21 მაისს, ქ. კიევში, მეორე სამამულო ომის ნაციონალური მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართა 1941 წლის ბრძოლების დროს ჟიტომირის ოლქში დაღუპული ქართველი მეომრის აბესალომ ალექსიძის ნეშტის ქართული მხარისათვის გადაცემის ოფიციალური ცერემონია. 

განთავსების თარიღი: 22.06.2017
 

მ.წ. 13 ივნისს, უკრაინაში მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გაიმართა საქართველოს ელჩის მიხეილ უკლებას გამოსამშვიდობებელი შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან პავლო კლიმკინთან. 
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ამ მიმართულებით გაწეული ნაყოფიერი მუშაობისთვის.

განთავსების თარიღი: 13.06.2017
 

მ.წ. 11 ივნისს, ქ. კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრში, უკრაინაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა მე-5 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „O-FEST-2017“ დასკვნითი გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 15 ქვეყნის წარმომადგენლებმა, მათ შორის ქართველმა მომღერალმა ანდრია გველესიანმა, რომელმაც მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

განთავსების თარიღი: 12.06.2017
 

საქართველოს პარლამენტს უკრაინის დელეგაცია, ხვიჩა მეფარიშვილის ხელმძღვანელობით სტუმრობს. საქართველო-უკრაინისა და უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების წევრებმა დღეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

განთავსების თარიღი: 12.06.2017
 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებმა უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართეს. სოფიო ქაცარავამ კოლეგებს ევროკავშირთან უკრაინის უვიზო მიმოსვლა მიულოცა, რომელიც 11 ივნისს ამოქმედდა. „ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება როგორც საქართველოსთვის ასევე, უკრაინისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო რამ გვაკავშირებს - ეს არის სწრაფვა ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი“, - აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

განთავსების თარიღი: 12.06.2017
 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის თავდაცვის მინისტრი სტეფან პოლტორაკი სასახლეში მიიღო.
მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

განთავსების თარიღი: 08.06.2017
 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, არმიის გენერალი სტეფან პოლტორაკი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.  გმირთა მოედანზე უკრაინის თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდა. 

განთავსების თარიღი: 07.06.2017
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის თავდაცვის მინისტრს, გენერალ სტეპან პოლტორაკს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველო-უკრაინის ინტენსიურ თანამშრომლობას მთელ რიგ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა.

განთავსების თარიღი: 07.06.2017
 

საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინის თავდაცვის მინისტრი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვია. არმიის გენერალ სტეფან პოლტორაკს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა.

განთავსების თარიღი: 07.06.2017
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ