ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მინისტრის მოადგილე - ზვიად გონაძე

gonadze_big.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
2016 წლის 8 იანვრიდან.

ზვიად გონაძე დაიბადა 1967 წლის 6 მაისს, ქ. თბილისში.

1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, ხოლო 1994 წელს - Middle Tennessee State University ეკონომიკის მაგისტრის პროგრამა.

1989-1992 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე.

1994-2000 წლებში იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის, შემდგომში კი პრეზიდენტის კანცელარიის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოს უფროსი.

2000-2004 წლებში - სსიპ სოციალური ინვესტიცების ფონდის აღმასრულებელი დირექტორია.

2004-2012 წლებში მუშაობდა კერძო სექტორში, ბიზნეს პროექტების ხელმძღვანელად, ვაზისა და ღვინის კომპანიების "ალექსანდრეულის", "Geovine Invest" და "Geovine International"-ის დირექტორად, საფინანსო-საინვესტიციო ჯგუფ "სამანის" დირექტორად.

2012 დეკემბრიდან 2016 წლის 7 იანვრამდე იყო შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს" დირექტორი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ