ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

დონეცკის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი "მზიური"

ცენტრი დაარსდა 2013 წლის იანვარში. მისი დამფუძნებლები და მმართველობის წევრები:

ივანე გვეტაძე - კომპანია "Городское строительство" დამფუძნებელი, დონეცკის საქალაქო საბჭოს დეპუტატი.

იური წერეთელი - კორპორაცია „გორნიაკ-95“-ის გენერალური დირექტორი, მაკეევკის საქალაქო საბჭოს დეპუტატი.

ზურაბ კვაჭაძე - ქ. დონეცკში საქართველოს გენერალური კონსული.

გივი ეზუგბაია - შპს „კრასნოგოროვკის აგროპროდუქტი“-ს დირექტორი.

ვიტალი ყიფიანი - კერძო მეწარმე.

ლერი ბერაძე - შპს „ბესნა“-ს დირექტორი.

სოსო ჭანტურიძე - „Liberty Company”-ის გენერალური დირექტორი, მაკეევკის საქალაქო საბჭოს დეპუტატი.

ელდარ თაბაგარი - სავაჭრო სახლი „რიფ“-ს დირექტორი.

მმართველობის საბჭოს თავმჯდომარე: ელდარ თაბაგარი.

მოადგილეები: ნათია თაბაგარი

ვიტალი მულაძე

ამასთანავე შეიქმნა მმართველობის საბჭო, რომელიც დამფუძნებლების გარდა აერთიანებს ოლქში მოღვაწე ჩვენს

 

 სხვაავტორიტეტულ თანამემამულეებს: (ჯემალ კასრაშვილი, თეიმურაზ გვეტაძე, თორნიკე სალია, ომარი მიმინოშვილი).

ცენტრის ბაზაზე მოქმედებს ქართული საკვირაო სკოლა, სადაც ფუნქციონირებს ორი ჯგუფი: უმცროსი (6-დან 12 წლამდე), და უფროსი (13-დან 60 წლამდე). საერთო ჯამში სკოლაში დარეგისტრირებულია 25 უმცროსი ასაკის და 27 უფროსი ასაკის მსმენელი.

2012 წელს დაარსდა საცეკვაოა ანსამბლი „Georgia”, რომელსაც მზრუნველობას უწევს ქ. დონეცკში საქართველოს გენერალური საკონსულო და ცენტრი „მზიური“.

2012 წლის 23 დეკემბერს ქ. დონეცკში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ სასტუმრო „Donbass Palace”- ში გამართა საშობაო მიღება, სადაც დამსწრე საზოგადოების წინაშე საკონცერტო პროგრამით წარსდგა ანსამბლ „Georgia”-ს კოლექტივი და მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრნენ სათვისტომოების წარმომადგენლები ხარკოვის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებიდან. ხსენებულ ღონისძიებას დაესწრო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში ბატონი კონსტანტინე სურგულაძე.

კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრმა „მზიურმა“, მიუხედავად თავისი არსებობის მცირე დროისა, ქ. დონეცკში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან ერთად შესძლო ოლქში მცხოვრებ ქართველთა კონსოლიდირება და გეგმავს ფართო კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას (კონცერტები, კონკურსები). მიმდინარე წლის მაისის თვეში დაგეგმილია ცენტრის შესახებ სათანადო პოლიგრაფიული მასალის გამოცემა.


 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ