ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქ. ოდესის ქართული ეროვნულ-კულტურული საზოგადოება "საქართველო"

ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი – „ საქართველო „ ჩამოყალიბდა ქ.ოდესის ქართული ეროვნულ – კულტურული საზოგადოების ბაზაზე 2001წ. განვლილი 12 წლის მანძილზე საქართველოს ფარგლებს მიღმა ქართული კულტურის

შენარჩუნება არც ისე ადვილი აღმოჩნდა, მაგრამ უძველესი ფოლკლორის სიყვარულმა და მაყურებელთა აღიარებამ ანსამბლს შესაძლებლობა მისცა თავისი

ხელოვნება გაეცნო არა მარტო ოდესისა და უკრაინის, არამედ მსოფლიოს სხვა

ხალხებისათვის, კერძოდ:

სლოვაკეთი - 2005 წ.

უნგრეთი - 2006 წ.

საფრანგეთი - 2008 წ.

საქართველო (გორი, თბილისი)- ფესტივალი „ ჩვენებურები „ 2008 წ.

საქართველო (ბათუმი) – ფესტივალი „ზღვის ჰარმონია„ 2012 წ.

 საიდანაც ყოველთვის წარმატებითა და გამარჯვებით ბრუნდებოდა.

ქართული ხალხური ცეკვის ანსაბლი „ საქართველო „ მრავალეროვანია და

14 – მდე ეროვნების მოზარდს ითვლის. მასში დიდი მონდომებით ცეკვავენ:

ქართველი და უკრაინელი, რუსი და თურქმენი, ბერძენი და ებრაელი, სომეხი და

აზერბაიჯანელი, დაღესტნელი და ჩეჩენი, თათარი და მოლდაველი, ჩინელი და უდინი.

ანსამბლი დაჯილდოებულია:

1.უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბ–ნ გ. ქათამაძის მიერ 2002 წ.

2. ქ. ოდესის მერის მიერ 2003 წ.

3. უკრაინის განათლების მინისტრის მიერ 2004 წ.

4. ქ. ოდესის ოლქის გუბერნატორის მიერ 2007 წ.

5. უკრაინის კულტურის მინისტრის მიერ 2010 წ.

აგრეთვე მრავალი სხვადასხვა სახის დიპლომებითა და ჯილდოებით.

არის მრავალგზის უკრაინისა და საერთაშორისო ფესტივალების მონაწილე და კონკურსების გამარჯვებული.

2006 წ. – მიენიჭა „ უკრაინის სანიმუშო კოლექტივის „ წოდება

2012 წ. – „უკრაინის სახალხო ანსამბლის„ წოდება

 ანსამბლს გააჩნია ინდივიდუალური კეთილმოწყობილი სარეპეტიციო დარბაზი, კოსტუმები და მატერიალურ – ტექნიკური ბაზა. აერთიანებს 90 – მდე სხვადასხვა

ასაკის მოზარდს. ჰყავს 2(უფროსი და უმცროსი) მომქმედი ანსამბლი, რამდენიმე

მოსამზადებელი და მოყვარულთა ჯგუფი. ანსამბლი აქტიურად არის ჩაბმული

უკრაინისა და საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. ემზადება ქ.ოდესის სათვისტომოს 20 – წლის აღსანიშნავად, აგრეთვე ევროპის ერთ–ერთ ქვეყანაში

ფესტივალზე გასამგზავრებლად. ანსამბლის ხელმძღვანელები არიან აკაკი იაკობიშვილი და ირმა ხუციძე.

 

 

ქ. ოდესის ეროვნულ –კულტურული საზოგადოება „საქართველოს„ თავჯდომარე

ა. იაკობიშვილი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ