ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი "იბერია"

2000 წელს, ქალაქ კიევში, ქართული კულტურის შენარჩუნებისა და განვითარების სადარაჯოზე დაარსდა, პირველი ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სკოლა-სტუდია „იბერია“. რომლის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია მანანა სულაქველიძე. „იბერია“ დაარსების დღიდან იქცა სულის საზრდოდ, კიევში მცხოვრები ქართველებისთვის.

2001 წლის 26 მაისს „იბერიამ“ გამართა პირველი სოლო კონცერტი მიძღვნილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი. სახელწოდებით,“ ქართული სული“.

„იბერია“ დაარსების დღიდან მჭიდრო კავშირშია საქართველოს საელჩოსთან, უკრაინის კულტურის სამინისტროსთან, ქალაქის მერიასთან. ასევე აქტიურად არის ჩართული, უკრაინისა და საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. თანამშრომლობს უკრაინის შემოქმედებით კოლექტივებთან. ყოველ წელს მართავს კონცერტს სახელწოდებით „მეგობრობის გვირგვინი“, რომელიც ეძღვნება ორი ქვეყნის, უკრაინა-საქართველოს მრავალსაუკუნოვან მეგობრობას. ანსამბლი მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა ფესტივალებზე: „კავკასიის სამყარო“, „უკრაინა ჩვენ შენი შვილები ვართ“, „ფოლკლორამა“, „მსოფლიო ხალხის ცეკვები“, „მსოფლიო სლოვაკეთში“, „მშობლიური ფესვები“, „ბედნიერი ხელები“, „ჩვენებურები“ და სხვა.

2009 წლის 4 ნოემბერს „იბერიას“ მიენიჭა უკრაინის სახალხო ანსამბლის წოდება, მის დამაარსებელს და სამხატვრო ხელმძღვანელს მანანა სულაქველიძეს გადაეცა „უკრაინის კულტურის დამსახურებული მოღვაწის“ საპატიო ჯილდო.

ასე გაიზარდა სკოლა -სტუდია „იბერია“ და ჩამოყალიბდა ქალაქ კიევის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად. ცენტრში ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა.

ისწავლება: ქართული ენა, ისტორია, ქართული ხალხური ცეკვა, სიმღერა და ქართული ხალხური საკრავები.

ცენტრში მუშაობენ მაღალი კვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც ენერგიას არ იშურებენ რათა, ჩვენს ქვეყანას აღუზარდონ ღირსეული მამულიშვილები.

კიევის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „იბერია“ აერთიანებს უკრაინაში მცხოვრებ ყველა ქართველს და კარს უხსნის ნებისმიერ მსურველს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეზიაროს და გაეცნოს ქართულ კულტურას, ხელოვნებას, ენას, ისტორიას და ტრადიციებს.

ძვირფასო ქართველებო!!! შემოგვიერთდით, რათა ყველამ ერთად ვაკეთოდ ქართული ეროვნული საქმე. ჩვენ ერთი რამ გვაერთიანებს, ჩვენი ერის, ენის, კულტურის და ჩვენი სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული.

მისამართი: ქ. კიევი, ეკატერინა ბელაკურას № 3 სკოლა №88 +38 063 235 46 46

www.iberia.in.ua iberia2002@mail.ru

„იბერიას“ პრეზიდენტი უკრაინის კულტურის დამსახურებული მოღვაწე, მანანა სულაქველიძე.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ