საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მ.წ. 30-31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა იმყოფებოდა ვიზიტით ქ. კიევში

მ.წ. 30-31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა იმყოფებოდა ვიზიტით ქ. კიევში, სადაც მონაწილეობა მიიღო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მუშაობაში.
ვიზიტის ფარგლებში, თამარ ხულორდავამ გამართა შეხვედრები უკრაინის უმაღლესი რადას საგარეო პოლიტიკის საკითხების და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბოგდან იარემენკოსთან და უმაღლესი რადას უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან. შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე, ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, გამოცდილების გაზიარების და შეხვედრების ინტენსიფიკაციის მნიშვნელობაზე.
საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრებში მონაწილეობდა საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე.