საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე სამხედრო ტექნიკის გამოფენას ეწვია

მ.წ. 8 ოქტომბერს, საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, თავდაცვის ატაშე ლევან გამყრელიძე და საელჩოს მრჩეველი ოთარ გურგენიძე  დაესწრნენ უკრაინის სახელმწიფო კონსორციუმის „UKRBORONPROM” მიერ ორგანიზებულ სამხედრო ტექნიკის გამოფენას. ღონისძიება გახსნეს და დამსწრეთ სიტყვით მიმართეს: უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ზაგოროდნიუკმა.  ექსპოზიციაში მონაწილეობენ  33 ქვეყნის სამხედრო იარაღისა და ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები და ფირმები.