საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მ.წ. 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის 28-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ კიევში გაიმართა საზეიმო ღონისძიებები

მ.წ. 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის 28-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ კიევში გაიმართა საზეიმო ღონისძიებები, რომლებშიც უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ჯემალ გოგიტიძემ.
დამოუკიდებლობის მოედანზე გაიმართა «ღირსების მსვლელობა», რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უკრაინელმა სამხედროებმა, სამართალდამცველებმა, მაშველებმა, მასწავლებლებმა, ექიმებმა და სპორტსმენებმა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მოგვიანებით, მარიინსკის სასახლეში გაიმართა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება, რომლის ფარგლებშიც ჯ. გოგიტიძემ პირადად მიულოცა უკრაინის დამოუკიდებლობის დღე პრეზიდენტ ზელენსკის.