საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ მონაწილეობა მიიღო ტარას შევჩენკოს 204 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზებულ ვიდეო ფლეშ-მობში

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ, უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კრავჩუკთან (1991-1994წწ.)  და ასევე უცხო ქვეყნების ელჩებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ცნობილი უკრაინელი პოეტის ტარას შევჩენკოს 204 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზებულ ვიდეო ფლეშ-მობში, სადაც მან უკრაინულ და ქართულ ენებზე წაიკითხა ლექსი „Заповіт“ (ანდერძი).

აღნიშნული ვიდეორგოლი ჩაიწერა ყოველწლიური საერთაშორისი კულტურულო პროექტის „ჩვენ გვაერთიანებს შევჩენკოს სიტყვა“ ფარგლებში, რომლის ორგანიზატორები გახლავთ საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის ფონდი ვლადა ლიტოვჩენკოს ხელმძღვანელობით  და კიევის კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტი.