საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მ.წ. 9 მარტს, ელჩის მეუღლის ირინა სულთანიშვილის ორგანიზებით გაიმართა მიღება, რომელშიც მონაწილოება მიიღეს უკრაინაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელების მეუღლეებმა

2018 წლის 9 მარტს, საელჩოს შენობაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გელა დუმბაძის მეუღლის  ირინა სულთანიშვილის ორგანიზებით, გაიმართა მიღება, რომელშიც მონაწილოება მიიღეს უკრაინაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელების მეუღლეებმა.

დამსწრეთ მიმართეს მისასალმებელი სიტყვით, სადაც აღნიშნულ იქნა, რომ ელჩების მეუღლეების შეკრება შედგა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავისა და ასევე საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში

შემდგომ გაიმართა პრეზენტაცია, რომლის დროსაც სტუმრებს გააცნეს  ფოტომასალები პირველი რესპუბლიკის შესახებ. აგრეთვე, აღინიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქალბატონები 100 წლის წინ, საუბარი შეეხო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის 5 წევრ-ქალბატონს.

ცალკე დაეთმო ყურადღება საქართველოს კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას, ღვინის დამზადების უნიკალურ ტექნიკას, იუნესკოს მატერიალურ და არამატერიალუ მემკვიდრეობის სიაში შეტანილ ობიექტებს, ქართულ პოლიფონიურ სიმღერას, მინანქრის უნიკალურ ტექნოლოგიას

გარდა ამისა, პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა საქართველოს ტურისტული პოტენციალი, სხვადასხვა ტურების თავისებურებები, ზამთრის ტურიზმის ჩათვლით

პრეზენტაციის  შემდგომ გაიმართა  „ქართული ნაციონალური სამოსის სახლი“- კოლექციის ჩვენება, რომელიც წარმოადგინეს ქართული ეროვნული ბალეტისსუხიშვილებიმოცეკვავეებმა.

დასრულებისთანავე, საპატიო სტუმრება დააგემოვნეს ქართული კერძები და ღვინო