საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ საელჩოში უმასპინძლა ნოდარ ხადურს

მ.წ. 14 მარტს, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ საელჩოში უმასპინძლა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეს ბატონ ნოდარ ხადურს,  რომელიც კიევში იმყოფება  VII   საერთაშორისო კონკურენციის პოლიტიკის ფორუმში მონაწილეობის მიღების მიზნით. 

აღნიშნული ფორუმი ტარდება ყოველწლიურად და მიზნად ისახავს  საერთაშორისო გამოცდილების გაცვლას კონკურენციის პოლიტიკის, კანონისა და სამართალდამცავი ორგანოების განვითარებისა და გაუმჯობესების სფეროში.