საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია საელჩოში

მიმდინარე წლის 30 ივნისს, უკრაინაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საელჩოს მიღებათა დარბაზში გაიმართა პრეზენტაცია „საქართველოს ტურისტული პოტენციალი“.

ღონისძიებას ესწრებოდა 40-მდე უკრაინული ტურისტული კომპანია, უკრაინული ავიახაზების  МАУ და SkyUp წარმომადგენლები და უკრაინელი ბლოგერები, ქართული ტურისტული კომპანიები „MAKATSARIA TOURISM“ და „TRAVELFLY“.

ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ქალბატონმა ნანა დგებუაძემ სტუმრებს გააცნო  საქართველოში ტურიზმის დარგში არსებული შესაძლებლობები დღეის მდგომარეობით, უცხოელი ტურისტების საქართველოში შესვლის პირობები და ახალი ტურისტული მარშრუტები.

პრეზენტაციის დასასრულს, შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის ფორმატში, დაისახა თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიმართულებები.