საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია

კიევში, უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები. უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თამარ ტყეშელაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.

https://www.president.gov.ge/ka/News/Article/sakaryvelos_prezidentis_dakhvedris_ofitsialuri_tseremonia