საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი დიასპორას - ქვეყანას აქვს ამბიციური განაცხადი გაკეთებული 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებზე, ეს მოითხოვს კონსოლიდაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

დავით ზალკალიანი დიასპორას - ქვეყანას აქვს ამბიციური განაცხადი გაკეთებული 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებზე, ეს მოითხოვს კონსოლიდაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

https://www.interpressnews.ge/ka/article/658212-davit-zalkaliani-diasporas-kveqanas-akvs-ambiciuri-ganacxadi-gaketebuli-2024-cels-evrokavshirshi-gacevrianebze-es-moitxovs-konsolidacias-rogorc-kveqnis-shignit-aseve-kveqnis-garet

ჩვენს ქვეყანას აქვს უაღრესად ამბიციური განაცხადი გაკეთებული 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს მოითხოვს ყოველდღიურ დაუღალავ შრომას, კონსოლიდაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, თქვენს მუდმივ ჩართულობას, რადგანაც მარტო ჩვენ ამ მიზნის მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება, - ასე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს.

მისი თქმით, ხელისუფლება დიაპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომნლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რაც ასახულია სამთავრობო პროგრამაში, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში და თანამიმდევრულად ხორციელდება.

ამასთანავე, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დისპორის წარმომადგენლებმა საქართველოს დესპანების როლი შეასრულონ და ქვეყნის იმიჯი პოზიტიურად წარმოაჩინონ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ხელისუფლება დიასპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. ეს ყველაფერი არის, ასევე, გადატანილი ჩვენს სამთავრობო პროგრამაში, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში და თანამიმდევრულად მივუყვებით იმ მიზნებისა და ამოცანების შესრულებას, რაც უზრუნველყოფს თქვენს კიდევ უფრო მეტ ჩართულობას, დაახლოვებას სამშობლოსთან და უზრუნველყოფს იმას, რომ ის პროექტები და პროგრამები, რომლებიც არის წარმოდგენილი, იყოს წარმატებით განხორციელებული.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს უაღრესად ამბიციური განაცხადი გაკეთებული 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი, რაც მოითხოვს ყოველდღიურ დაუღალავ შრომას, კონსოლიდაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, თქვენს მუდმივ ჩართულობას, რადგანაც მარტო ჩვენ ამ მიზნის მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენ შეასრულოთ ჩვენი ერთგვარი დესპანების როლი და ითამაშოთ ის დიდი როლი, რაც გაკისრიათ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი საელჩოები მუდმივ კონტაქტზე არიან თქვენთან, ვცდილობთ სხვადასხვა პროექტებით, სხვადასხვა ნოვაციური იდეებით გავამდიდროთ ეს თანამშრომლობა. დიასპორული ინიციატივების პროექტი, რომელიც შარშან წამოვიწყეთ ჩვენ და მიუხედავად პანდემიისა, შევძელით, ძალიან განსხვავებული ფორმატით ჩაგვეტარებინა ეს ღონისძიება, ბევრი კარგი პროექტი დაიდო. ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გაგრძელდება,“- განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, პროექტებს შორის მნიშვნელოვანია 100 საკვირაო სკოლა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარეობს და საზღვარგარეთ დაბადებულთათვის განათლების ქართულ ენაზე მიცემას უზრუნველყოფს.

„100 საკვირაო სკოლა მოქმედებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, 100-ვე სკოლას აქვს შესაბამისი სახელმძღვანელოები, რომლებიც არის მომზადებული განათლების სამინისტროსთან ერთად და ეს სახელმძღვანელოები არის ადაპტირებული იმისთვის, რომ უცხოეთში დაბადებულმა ჩვენმა ახალგაზრდა თაობამ მიიღოს განათლება მშობლიურ ენაზე და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას განათლების სამინისტროსთან, რომ ახალი იდეები და პროექტები განვახორციელოთ.

მე მინდა ერთი სასიხარულო ინფორმაცია გაუწყოთ, ჩვენ დავიწყეთ ლევილის მამულის რეაბილიტაცია და პირველი ფაზა წარმატებით დასრულებულია, უკვე გარემონტებულია ე.წ ორანჟერია, ძალიან შრომატევადი სამუშაოებია ჩატარებული. გეგმით არის გათვალისწინებული, რომ 2026 წელს დასრულდეს მთლიანად მამულის რეაბილიტაცია, მაგრამ ჩვენ ამას მოვახერხებთ უფრო ადრე და 2024 წელს. ეს დასრულდება და იქცევა მნიშვნელოვან კულტურულ და საგანმანათლებლო კერად,“- განაცხადა ზალკალიანმა.