საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ტერიტორიული დეპარტამენტის დირექტორთან

28 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ტერიტორიული დეპარტამენტის დირექტორთან ვასილ ზვარიჩთან. 

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობას.