საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა უკრაინის სახელმწიფო რეგულატორული სამსახურის უფროსთან

14 აპრილს, უკრაინაში საქართველოს საელჩოში, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, დავით ბოჭორიშვილსა და უკრაინის სახელმწიფო რეგულატორული სამსახურის ხელმძღვანელს, ოლექსი კუჩერს შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ საელჩოს უფროსი მრჩეველი ჯემალ გოგიტიძე, კონსულტანტი სანდრო თოფურია, სახელმწიფო რეგულატორული სამსახურის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მრჩევლები ევგენი გრიცკოვი, რენატა კაზანსაკაია, ოლექსი სინიცინი და საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ოლექსანდრ იოშჩენკო.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, .. უკრაინაში ქართული ბიზნესისა და ინვესტორების ინტერესების დაცვის საკითხი. უკრაინულმა მხარემ გამოთქვა რეგულაციის სფეროში საქართველოს გამოცდილების შესწავლისა და გაზიარების სურვილი.