საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

უკრაინაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს საპარლამენტო არჩევნები.
საარჩევნო უბნები გაიხსნება 08:00 საათზე და დაიხურება 20.00 საათზე.
უკრაინაში საარჩევნო უბნების მისამართებია:
საქართველოს საელჩო უკრაინაში, ქ.კიევი
მის: ტარას შევჩენკოს ბულვარი, 25
საქართველოს საკონსულო ქ.ოდესაში
მის: მარინსკას ქუჩა, 4
შეგახსენებთ, რომ აუცილებელია საარჩევნო უბანზე გამოცხადდეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით (პირადობის მოწმობა, ე.წ. ID ბარათი, იგივე ელექტრონული პირადობის მოწმობა, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი). აღნიშნული დოკუმენტების ასლის წარმოდგენა დაუშვებელია. ამასთან, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იყოს მოქმედი. არ მიიღება მართვის მოწმობა.
მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხო გარემოში, შესაბამისად, საარჩევნო პროცესი წარიმართება საქართველოსა და უკრაინის ჯანდაცვის სამსახურების მიერ დადგენილი რეკომენდაციების დაცვით, რაც უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო კომისიის მიერ.
შესაბამისად, გთხოვთ, საარჩევნო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვის უზრუნველსაყოფად, დაიცვათ საქართველოსა და უკრაინის ჯანდაცვის უწყებების მიერ დადგენილი რეკომენდაციები:
-საარჩევნო უბანზე გამოცხადდეთ პირბადით.
-შენობაში ერთდროულად დაშვებულია მხოლოდ 3 ამომრჩევლის ყოფნა.
-რიგში დგომისას დაიცვათ დისტანცია.
-დაიმუშავეთ ხელები საარჩევნო უბნის შესასვლელში განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ის პირები, რომლებიც მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.
ინფორმაციის გადამოწმება, იმყოფებით თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე, შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე: www.geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace