საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

განახლებული ინფომრაცია COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციების შესახებ

15 სექტემბრიდან- მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის რომლებთანაც მოქმედებს ნაცვალგების პრინციპი, კერძოდ საფრანგეთის, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის მოქალაქეებისთვის და მუდმივი ბინადრობის მქონეპირებისთვის საქართველოში მგზავრობისას მოეთხოვებათსაქართველოს საზღვარზე წარმოადგინონ ბოლო 72 საათისგანმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხი. ტესტის არარსებობის შემთხვევაში ისინი ვალდებული იქნებიან ჩაიტარონ ფასიანი PCR ტესტი საქართველოში ჩამოსვლისას აეროპორტში.
- დანარჩენი 13 ქვეყნის მოქალაქეებისთვის და რეზიდენტებისთვის, რომლებისთვისაც დაშვებულია საქართველოში მგზავრობა, ასევე
ზემოთ ხსენებული 5 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ
მოემგზავრებიან პირდაპირ ან ამ 5 ქვეყნის გავლით, საქართველოში მოგზაურობისას შენარჩუნდება არსებული საკარანტინო რეჟიმი.
-სავალდებულო კარანტინის ვადა არსებული 12 დღიდან მცირდება 8 დღემდე, შესაბამისად, კარანტინში მყოფ პირს ტესტი ჩაუტარდება მე-8 დღეს. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ის დატოვებს კარანტინს მე-9 დღეს და ვალდებულია, რომ განმეორებითი ტესტი ჩაიტაროს მე-12 დღეს, რისთვისაც უნდა გამოცხადდეს შესაბამის დაწესებულებაში (აღნიშნულ პროცესს ავტომატურ რეჟიმში გააკონტროლებს შესაბამისი კომპიუტერული პროგრამა).