საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა უკრაინაში, დავით ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. ხარკოვში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში

22 აგვისტოს, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა უკრაინაში, დავით ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. ხარკოვში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში "დიპლომატიური წარმომადგენლობების როლი საერთაშორისო თანამშრომლობის აქვტივიზაციაში პანდემიის შემდეგ: გზები და პერსპექტივები". თავის მოხსენებაში საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა დიპლომატიის განსაკუთრებულ როლზე და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებზე კორონავირუსული პანდემიის ფონზე.
ქ. ხარკოვის საქალაქო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ხარკოვის მერის მოადგილემ, სლოვაკეთის, ალბანეთის, გერმანიის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა, დიპლომატებმა და საპატიო კონსულებმა.