საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის მუდმივ წარმომადგენელთან

17 აგვისტოს, უკრაინაში საქართველოს საელჩოში, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დავით ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის მუდმივ წარმომადგენელთან, ანტონ კორინევიჩთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მუდმივი წარმომადგენლის პირველი მოადგილე დარია სვირიდოვა, მოდგილე თამილა ტაშევა და საელჩოს უფროსი მრჩეველი ჯემალ გოგიტიძე. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.