საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. კიევში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დღეს, ქ. კიევში, შოთა რუსთაველის სახელობის სკვერში, უკრაინაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ომის ამსახველი კადრების ფოტოგამოფენა.
საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
ღონისძიების მონაწილეებს სიყტვით მიმართა საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დავით ბოჭორიშვილმა.
დამსწრე სტუმრებმა, დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს წუთიერი დუმილით და ყვავილებით შეამკეს ბანერზე აღბეჭდილი ჯარისკაცის ფოტოები.