3 აგვისტოს, უკრაინაში საქართველოს საელჩოში, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დავით ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა უკრაინაში ლიეტუვას რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალდემარას სარაპინასთან. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.