საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

2020 წლის 25 ივნისს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო დადგენილება № 522 „უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 2020 წლის 20 მაისის №392 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. აღნიშნულის თანახმად, კარანტინის პირობებში უკრაინაში უცხოელების და მოქალაქეობის არმქონე პირების შემოსვლის დროებით წესებში შეტანილ იქნა შემდეგი ცვლილებები:
1. შემოტანილ იქნა ობსერვაციის და თვითიზოლაციის შეწყვეტის შესაძლებლობა იმ პირებისთვის, ვინც არიან COVID-19-ის ფართო გავრცელების სახელმწიფოების მოქალაქეები ან ჩამოდიან ასეთი ქვეყნებიდან და შემოდიან უკრაინაში სახელმწიფო საზღვრის გამშვები პუნქტების გავლით ან უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლის გამშვები პუნქტების გავლით, მხოლოდ იმ პირობით, თუ მათ, სახელმწიფო საზღვრის ან ხსენებული გამშვები პუნქტების კვეთის შემდგომ, პოლიმერაზური ჯაჭვური რეაქციის მეთოდით ჩატარებული COVID-19-ის ტესტირების შედეგი უარყოფითი ექნებათ.

2. დაზუსტებულია სამედიცინო დაზღვევის მოთხოვნები, რომელიც უნდა წარუდგინოს უცხოელმა და მოქალაქეობის არმქონე პირმა უკრაინის კომპეტენტური ორგანოებს სასაზღვრო კონტროლზე - კარანტინის პერიოდში უკრაინაში შემოსვლის მიზნით, დაზღვევის ასეთი პოლისი (მოწმობა, სერტიფიკატი) უნდა გაიცეს უკრაინაში რეგისტრირებული სადაზღვეო კომპანიის მიერ ან უცხოური სადაზღვეო კომპანიის მიერ, რომელსაც აქვს წარმომადგენლობა უკრაინის ტერიტორიაზე ან სახელშეკრულებო ურთიერთობები პარტნიორ-სადაზღვეო კომპანიასთან უკრაინაში (ასისტანსტი), და უნდა ფარავდეს COVID-19-ის მკურნალობის, ობსერვაციის ხარჯებს, და უნდა მოქმედებდეს პიროვნების უკრაინაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში.

3. შეცვლილია გარკვეული კატეგორიის პირების თვითიზოლაციის წესები, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლის გამშვები პუნქტების კვეთასთან დაკავშირებით შესვლა-გამოსვლის დროს.
კერძოდ, ხსენებული გამშვები პუნქტების კვეთასთან დაკავშირებით თვითიზოლაციის მოთხოვნისგან გათავისუფლებული არიან შემდეგი კატეგორიის პირები (თუ არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი, რომ აღნიშნული პირები იყვნენ კონტაქტში COVID-19-ით დაავადებულ პირთან):
- წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მისიის თანამშრომლები;
- უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლები, კერძოდ იმ მისიების, რომლებიც ახორციელებენ ვითარების მონიტორინგს და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებზე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში მცხოვრები მოსახლეობისთვის;
- დამოუკიდებელი შეფასების და მისაღები გამოცდების მონაწილეები ერთ თანმხლებ პირთან ერთად, კერძოდ საგანმანათლებლო ცენტრების „ყირიმი-უკრაინა“ და „დონბასი-უკრაინა“ მეშვეობით ვინც ირიცხება, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების (პროფესიული სასწავლო დაწესებულების) მოწვევით.

4. დაზუსტებულია იმ პირთა კატეგორია, ვისაც აქვს უფლება შემოვიდეს უკრაინაში იზოლაციის პროცედურის გავლის გარეშე:
კერძოდ, უკრაინაში შემოსვლის მიზნით სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით აუცილებელი ობსერვაციის და თვითიზოლაციისგან გათავისუფლებული არიან დამოუკიდებელი შეფასების და მისაღები გამოცდების მონაწილეები ერთ თანმხლებ პირთან ერთად, კერძოდ საგანმანათლებლო ცენტრების „ყირიმი-უკრაინა“ და „დონბასი-უკრაინა“ მეშვეობით ვინც ირიცხება, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების (პროფესიული სასწავლო დაწესებულების) მოწვევით, თუ არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი, რომ აღნიშნული პირები იყვნენ კონტაქტში COVID-19-ით დაავადებულ პირთან.