საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

„უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 2020 წლის 13 მარტის №288 განკარგულების №1 დანართში ცვლილებების შეტანისა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 2020 წლის 12 ივნისის №477 დადგენილებისა და „უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთ აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2020 წლის 12 ივნისის №480 დადგენილების თანახმად:
1) დაშვებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა უკრაინის ტერიტორიაზე;
2) დადგენილია აუცილებელი მოთხოვნა უცხოელებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, ვინც გეგმავს უკრაინაში შემოსვლას, წარმოადგინონ COVID-19-ის მკურნალობის, ობსერვაციის ხარჯებთან დაკავშირებული სამედიცინო ხარჯების დაზღვევის პოლისი (მოწმობა, სერტიფიკატი).
ეს მოთხოვნა არ ეხება მხოლოდ იმ უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, ვინც ცხოვრობს უკრაინაში, პირებს, რომლებიც აღიარებული არიან როგორც ლტოლვილები და პირებს, რომელთაც ესაჭიროებათ დამატებითი დაცვა/თავშესაფარი;
3) შეტანილ იქნა ცვლილებები აუცილებელი ობსერვაციის და თვითიზოლაციის წესებში იმ პირებთან მიმართებაში, ვინც კვეთს უკრაინის სახელმწიფო საზღვარს. კერძოდ, აუცილებელი ობსერვაციის მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, ვინც ჩამოდის უკრაინაში ისეთი ქვეყნებიდან, სადაც COVID-19-ი ფართოდ არის გავრცელებული და აგრეთვე ასეთი სახელმწიფოების
მოქალაქეებზე (ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:
http://beta.moz.gov.ua/uploads/ckeditor/%D0%BA%D0%BE%D1%80%D0%BE%D0%BD%D0%B0%D0%B2%D1%96%D0%B2%D1%80%D1%83%D1%81/%D0%86%D0%BD%D1%84%D0%BE%D1%80%D0%BC%D0%B0%D1%86%D1%96%D1%8F%20%D0%BF%D0%BE%20%D0%B0%D0%BA%D1%82%D0%B8%D0%B2%D0%BD%D0%B8%D1%85%20%D0%BD%D0%B0%20100%20%D1%82%D0%B8%D1%81.%20%D0%BD%D0%B0%2014%20%D1%87%D0%B5%D1%80%D0%B2%D0%BD%D1%8F.pdf
ამავდროულად, ეს მოთხოვნა არ გავრცელდება პირებზე, ვინც სახელმწიფო საზღვრის კვეთამდე, ელექტრონული მომსახურეობის ერთიანი სახელმწიფო ვებ-პორტალის ელექტრონული
სერვისის „Дій дома“ მეშვეობით, განაცხადებს თანხმობას თვითიზოლაციაზე და ასევე არ ვრცელდება მოგზაურთა შემდგომ კატეგორიებზე (თუ არ არსებობს საფუძველი, რომ ასეთი მგზავრები იყვნენ კონტაქტში COVID-19-ით დაავადებულ პირთან):
- COVID-19-ის ფართო გავრცელების სახელმწიფოების მოქალაქეები, რომლებიც არ იმყოფებოდნენ ასეთი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ბოლო 14 დღის განმავლობაში;
- უკრაინაში აკრედიტებული უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო მისიების, ორგანიზაციების ოფიციალური
წარმომადგენლობების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები;
- სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის წევრები, საჰაერო და საზღვაო ხომალდების, სამდინარო ტრანსპორტის ეკიპაჟის წევრები, მატარებლებისა და ლოკომოტივების ბრიგადის წევრები;