საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

უკრაინაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურმა განაახლა მოქალაქეთა მიღება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი წესები: 

მოქალაქეთა მიღება იწარმოებს ვებ-გვერდზე - “www.geoconsul.gov.ge” ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის შემთხვევაში; 

მოქალაქე უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს თანმხლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს); 

მოქალაქეს ეკრძალება საკონსულო სამსახურში გამოცხადება, თუ მას აღენიშნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, საერთო სისუსტე, ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ა.შ.) ან იყო მჭიდრო კონტაქტში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან;

მოქალაქე უნდა გამოცხადდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (პირბადე, ხელთათმანი, ფარი ან სათვალე);

მოქალაქე ვალდებულია საკონსულო სამსახურში შესვლისთანავე გამოიყენოს მისაღებში განთავსებული სადეზინფექციო საშუალება;

მოქალაქე ასევე ვალდებულია დაიცვას სოციალური დისტანცია და მოერიდოს მომსახურე პერსონალთან მჭიდრო კონტაქტს;

მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, რათა დაიცვათ საკუთარი და სხვების ჯანმრთელობა!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს: + 380633198909