⚠️აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება:
⭕️უკრაინაში დროებითი ან მუდმივი ბინადრობის მოწმობის მფლობელი პირებზე;
⭕️უკრაინაში აკრედიტებული უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრებზე.
⚠️აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ მ.წლის 12 მარტს, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა საზღვარგარეთ, მათ შორის, უკრაინაში საქართველოს საელჩომ, გაავრცელეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება (ვრცლად იხილეთ: https://www.facebook.com/241317576021205/posts/1556200317866251/?d=n )
🛑აღნიშნული განცხადება ეხებოდა მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის (COVID-19-ს) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 4 აპრილამდე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების და საკონსულო დაწესებულებების მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლას. მიღებული გადაწყვეტილება და პრევენციული ზომები, პირველ რიგში, ემსახურება თითოეული თქვენგანის ჯანმრთელობის დაცვას!
‼️აქვე კიდევ ერთხელ გვსურს გაცნობოთ, რომ გადაუდებელ, სასიცოცხლო მნიშნელობისა და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ უკრაინაში საქართველოს საკონსულოს ცხელ ხაზზე, რომელიც ფუნქციონირებს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 24 საათის განმავლობაში: +380633198909.
‼️თუ თქვენ უკრაინაში ცხოვრობთ დონეცკის, ხარკოვის, ლუგანსკის, დნიპროს და ზაპოროჟიეს ოლქებში უნდა დაუკავშირდეთ საკონსულოს ცხელ ხაზზე: +380631075657.
‼️თუ თქვენ უკრაინაში ცხოვრობთ ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ოლქებში უნდა დაუკავშრდეთ საკონსულოს ცხელი ხაზზე : +380937611717.
⚠️გთხოვთ, დაიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესაბამისი წესები და შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ აგღენიშნებათ აღნიშნული ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დაუკავშირდით უკრაინის შესაბამის უწყებას ცხელ ხაზზე: 1583, 103 ან +38(044)2350101.