საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ, შეხვედრა გამართა, ქ. ხარკოვის მერთან, ჰენადიი კერნესთან

მიმდინარე წლის 21 თებერვალს, ხარკოვის ოლქში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ, შეხვედრა გამართა, ქ. ხარკოვის მერთან, ჰენადიი კერნესთან. შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე და მათ განვითარებაზე. საუბარი ასევე შეეხო, ხარკოვთან დაძმობილებულ ქალაქებთან, თბილისსა და ქუთაისთან თანამშრომლობას.