საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ შეხვედრა გამართა ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარესთან, ალექსეი კუჩერთან

მ.წ. 20 თებერვალს, ხარკოვის ოლქში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ შეხვედრა გამართა ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარესთან, ალექსეი კუჩერთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე და რეგიონებს შორის თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხროვ ფორმატებში, სამომავლო გეგმებზე და მათი განვითარების პერსპექტივებზე.
შეხვედრის დასასრულს, ელჩმა, ჩანაწერი გააკეთა საპატიო სტუმართა წიგნში.