საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან

მ.წ. 14 თებერვალს, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან  ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან და ლუდმილა მარჩენკოსთან. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უკრაინის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხები, ისაუბრეს სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე და მათი განხორციელების გზებზე. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ორგანიზაციული საკითხები უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ქ. თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით.