საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მ.წ. 7 თებერვალს, საქართველოს საელჩოში გაიმართა საქართველოს ტურისტული პოტენციალისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია

მ.წ. 7 თებერვალს, საქართველოს საელჩოში გაიმართა საქართველოს ტურისტული პოტენციალისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოს-როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ, ამ მიმართულებით მთავრობის, კერძოდ კი ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ მიღწეულ წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა ის, რომ 2022 წელს, საქართველო უმასპინძლებს მსოფლიოს ტურიზმისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მოვლენას, კერძოდ, ITB (Internationale Tourismus-Börse)-ს გამოფენას, რომელშიც ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს 180 ქვეყნის 10,000-ზე მეტი წარმომადგენელი. ასევე, ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის შეფასების კომისიის ბაკურიანში წარმატებული ვიზიტი, საწინდარი იქნება იმისი, რომ 2025 წელს ბაკურიანმა უმასპინძლოს ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებს, რაც კიდევ უფრო მეტად ცნობადს გახდის საქართველოს და მეტ ტურისტს მოიზიდავს საქართველოში. საუბრის დასასრულს, კი ელჩმა ყველა მიიპატიჟა საქართველოში ქვეყნის გასაცნობად, საქმიანი შეხვედრების მოსაწყობად და დასასვენებლად.
ღონისძიებაში, ასევე მონაწილეობა მიიღო უკრაინაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, რომელმაც ისაუბრა იმერეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ.
მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ადგილობრივი ტურისტული კომპანიებისა და პრესის წარმომადგენლები.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გაიმართა მიღება, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.