საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მ.წ. 5 თებერვალს, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან ოლექსი დანილოვთან

მ.წ. 5 თებერვალს, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან ოლექსი დანილოვთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი მეგობრული ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, პრობლემებზე და მათი ერთობლივი ძალისხმევით გადალახვის გზებზე. ასევე განხილულ იქნა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ორი ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოების მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობის საკითხი. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო NATO-სთან თანამშრომლობისა და რეგიონალური, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს.