საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პოლტავის ოლქში ვიზიტის ფარგლებში, საქართელოს ელჩმა შეხვედრა გამართა ქართულ დიასპორასთან

მ.წ. 31 იანვარს, პოლტავის ოლქში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პოლტავის სავაჭრო-ეკონომიკურ უნივერსიტეტთან არსებულ ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში, გაიმართა ელჩის შეხვედრა პოლტავის ოლქის ქართული დიასპორული ორგანიზაციის, საზოგადოებრივი გაერთიანების ”Georgia” წარმომადგენლებთან, რომელსაც მრავალი წელი წარმატებით ხელმძღვანელობს რამაზ ზარქუა. შეხვედრაზე ელჩმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე და ასევე უპასუხა მათ მიერ დასმულ მრავალ შეკითხვას.