საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ქ. მირგოროდის მერთან ერთად დავით გურამიშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ეწვია

მ.წ. 31 იანვარს, პოლტავის ოლქში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ეწვია ქ. მირგოროდს, სადაც შეხვედრა გამართა ქალაქის მერთან სერგეი სოლომახასთან. მხარეები ერთად ეწვივნენ ქ. მირგოროდში გამოჩენილი ქართველი პოეტის, დავით გურამიშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს, სადაც მან ცხოვრების ბოლო 32 წელი გაატარა.
შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს ქ. მირგოროდისა და მასთან დაძმობილებულ ქ. მცხეთას შორის არსებულ ურთიერთობებზე, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2015 წელს. ეკონომიკის, კულტურისა, განათლებისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. ს. სოლომახამ, დახმარების გაწევისათვის მადლობა გამოხატა მცხეთის მუნიციპალიტეტის და ქ. მირგოროდში არსებული ქართული დიასპორის მიმართ.
ელჩმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ქ. მირგოროდს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საქართველოსთვის, რადგან ამ ქალაქში განისვენებს უდიდესი ქართველი პოეტი, დავით გურამიშვილი. ელჩმა მადლობა გადაუხადა ქალაქის მერს და მირგოროდის მაცხოვრებლებს საქართველოს უკვდავი შვილი ხსოვნის პატივისცემისათვის და სახლ-მუზეუმის მოვლა-პატრონობისათვის. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის ქ. მირგოროდთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების განვითარებისათვის და გაღრმავებისათვის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ელჩმა და საელჩოს თანამშრომლებმა პატივი მიაგეს დავით გურამიშვილის ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს პოეტის მემორიალი და საფლავი.