საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

უკრაინის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან

უკრაინის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან. საუბრის დროს, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ იზიარებს ტკივილს, ქ.თეირანში, ავიაკომპანიის “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები” თვითმფრინავის კატასტროფის დროს უკრაინის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებითდა თანაგრძნობა გამოუთხვა ტრაგედიის დროს დაღუპულთა ახლობლებს. 
გიორგი გახარიამ დაარწმუნა პრეზიდენტი, რომ საქართველო მზად არის, საჭიროებისამებრ, უკრაინას გაუწიოს ნებისმიერი სახის დახმარება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მთავარია, ჩატარდეს სრული და ობიექტური გამოძიება, ტრაგედიის მიზეზების დასადგენად და რომ უკრაინელი ექსპერტები, უკვე, მონაწილეობას იღებენ ამ პროცესში. 
“ჩვენ ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას. უკრაინა და საქართველო მუდამ მხარდამხარ იდგნენ ისტორიის რთულ მომენტებში. ჩვენთან მუშაობენ პროფესიონალები. ჩვენ უკვე გავგზავნეთ თვითმფრინავი, ჩვენი საუკეთესო სპეციალისტებით ირანში და ვმუშაობთ იმაზე, რომ გამოძიება იყოს გამჭვირვალე”, -განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.