საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. კიევში, გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ხსოვნიდამი მიძღვნილი საღამო გაიმართა

მ.წ. 25 ნოემბერს, ქ. კიევში, პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის უკრაინის ეროვნულ მუსიკალურ აკადემიაში, უკრაინული კომპანის „EDERI Management“ ორგანიზებით და უკრაინაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, გაიმართა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი  საღამო.
საღამოს პირველ ნაწილში გაიმართა კანადელი კინოდოკუმენტალისტების მიერ შექმნილი ფილმის "გია ყანჩელი: მე არ მიყვარდა კლარნეტი” ჩვენება, ხოლო მეორე ნაწილში, მაყურებლის წინაშე წარსდა მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი, კლარნეტისტი, იულიან მილკისი, რომელმაც შეასრულა მაესტროს მუსიკალური მინიატურები.