საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მ.წ. 1 ნოემბერს, უკრაინაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ შეხვედრა გამართა ქ. კიევში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან

მ.წ. 1 ნოემბერს, უკრაინაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ შეხვედრა გამართა ქ. კიევში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრის დროს, დიასპორის ხელმღვანელებმა ელჩს გააცნეს ორგანიზაციების საქმიანობა, ისაუბრეს საქართველოს უკეთ წარმოჩენის, საკვირაო სკოლების, ქართული შემოქმედებითი კოლექტივების და ანსამბლების საქმიანობის თაობაზე. ასევე საუბარი შეეხო სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებს და იმ პრობლემატურ საკითხებს, რომლებიც აწუხებთ ქ. კიევში არსებულ დიასპორულ ორგანიზაციებს.
ელჩმა მადლობა გადაუხადა დამსწრეთ მათი აქტიური საქმიანობისათვის და აღნიშნა, რომ საელჩო მზად არის მათთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობებისა და საქმიანი თანამშრომლობისთვის.