საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გელა დუმბაძემ დასამშვიდობებელი შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვასილ ბოდნართან

მ.წ. 29 ივლისს, საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ დასამშვიდობებელი შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვასილ ბოდნართან.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ვასილ ბოდნარმა, მადლობა გადაუხადა გელა დუმბაძეს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ელჩის რანგში წარმატებული მოღვაწეობისთვის და გამოთქვა სამომავლოდ დინამიური თანამშრომლობის გაგრძელების იმედი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გელა დუმბაძე ასევე დაემშვიდობა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორს- ვოლოდიმირ შკუროვს.