საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ დასამშვიდობებელი შეხვედრა გამართა სტეპან კუბივთან

მ.წ. 22 ივლისს, გაიმართა საქართველოს ელჩის გელა დუმბაძის დასამშვიდობებელი შეხვედრა უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერ მინისტრთან, უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრთან სტეპან კუბივთან.

შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობათა მზარდ დინამიკაზე, მათ შორის მნიშვნელოვნად გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაზე, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.

ს. კუბივმა განაცხადა, რომ უკრაინა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო მომავალში მთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის ჩატარებას და თანამშრომლობას საქართველო-უკრაინა-მოლდოვა-ევროკავშირის ფორმატში.

შეხვედრის დასასრულს, ს. კუბივმა მაღალი შეფასება მისცა უკრაინაში საქართველოს ელჩის გელა დუმბაძის საქმიანობას, მადლობა გადაუხადა მას და გამოხატა  შემდგომი თანმშრომლობის გაგრძელების იმედი.