საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩოს სტუმრად ეწვია ალექსანდრე ზაზარაშვილი

მ.წ. 9 ივლისს, საქართველოს საელჩოს სტუმრად ეწვია უკრაინულ საბავშვო პროექტის „Голос.Діти» მე-5 სეზონის გამარჯვებული, ალექსანდრე ზაზარაშვილი. 
საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ მიულოცა ალექსანდრე ზაზარაშვილს გამარჯვება, მადლობა გადაუხადა მას აღნიშნულ პროექტში საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის და გადასცა საელჩოს აღიარების სერტიფიკატი.
შეხვედრის ფარგლებში ალექსანდრე ზაზარაშვილს გამარჯვება მიულოცეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა და საელჩოს თანამშრომლებმა.