საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გელა დუმბაძემ შეხვედრა გამართა უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან მიხაილ ტიტარჩუკთან

.. 1 ივლისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ შეხვედრა გამართა უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან მიხაილ ტიტარჩუკთან. საუბარი შეეხო უკრაინაში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციისა და უკრაინელი ტურისტების მოზიდვის საკითხებს. ელჩმა ბატონ ტიტარჩუკს გააცნო ინფორმაცია უკანასკნელ პერიოდში რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებული შეზღუდვების თაობაზე და მიმართა თხოვნით მაქსიმალურად მოხდეს ხელშეწყობა უკრაინელი ტურისტების რაოდენობის გაზრდის უზრუნველსაყოფად. მხარეებმა განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები და ინიციატივები აღნიშნული მიზნის მისაღწევად. ბატონმა ტიტარჩუკმა  სრული მზადყოფნა გამოხატა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ მზად არის შეხვდეს ქართველ კოლეგებს კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით.