საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გელა დუმბაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა უკრაინაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან

.. 1 ივლისს, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა უკრაინაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან ანდრე გროენევალდთან. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. სამხრეთ აფრიკის ელჩმა, რომელიც უკრაინიდან მოახდენს საქართველოს დიპლომატიურ გადაფარვას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა გამოხატა და დაინტერესდა საქართველოს გამოცდილებით სახელმწიფო სერვისებისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კუთხით. საუბარი აგრეთვე შეეხო მეღვინეობის სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარების საკითხებს.