საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გელა დუმბაძემ შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვასილ ბოდნართან

მ.წ. 24 ივნისს, საქართველოს ელჩის გელა დუმბაძის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვასილ ბოდნართან. 
შეხვედრის მთავრი თემა იყო საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის საკითხები. კერძოდ, ელჩმა გელა დუმბაძემ სთხოვა უკრაინულ მხარეს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოში მგზავრობაზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, მაქსიმალურად მოხდეს უკრაინელი ტურისტების საქართველოში მოზიდვა, საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის გაცნობა და მისი პოპულარიზაციის ხელშეწყობა. ელჩმა ბატონ ბოდნარს გააცნო ინფორმაცია უკანასკნელ დღეებში უცხოელი ტურისტების მოსაზიდად დაწყებული კამპანიებისა და კერძო ინიციატივების შესახებ.
ვასილ ბოდნარმა თავის მხრივ ელჩს გამოუცხადა მზადყოფნა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე მაქსიმალურად შეეცდება გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინელებისთვის საქართველო იყოს ტურისტულად პრიორიტეტული ქვეყანა. მხარეებმა განიხილეს აღნიშნული მიზნისთვის განსახორციელებელი კონკრეტული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები. აგრეთვე, ელჩმა აცნობა ბატონ ბოდნარს, რომ 26 ივნისს, უკრაინაში საქართველოს საელჩოში სპეციალურად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგეგმება პრეს-კონფერენციის ჩატარება.