საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ, შეხვედრა გამართა ქ. ლვოვის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან დიმიტრი აფტანასტან

მ.წ. 21 ივნისს, საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ, შეხვედრა გამართა ქ. ლვოვის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან დიმიტრი აფტანასტან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ქ. ლვოვში საქართველოს საპატიო კონსული იაროსლავ მუზიჩკო.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მათი განვითარების პერსპექტივებზე, ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებისათვის ერთობლივი პროექტების აუცილებლობაზე და საქართველოსა და უკრაინის სავაჭრო პალატების თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობაზე. 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ტურიზმისა და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კონტექსტში იქნება რეგულარული ბიუჯეტური ავია-რეისების ამოქმედება ლვოვი-თბილისის მიმართულებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაწყებულია მოლაპარაკებები.
ასევე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის დარგობრივ თანამშრომლობას, ისეთ სფეროებში როგორიცაა ხე-ტყის გადამუშავება, ღვინის წარმოება, ყველისა და რძის პროდუქტების წარმოება, ავეჯის წარმოებას და ა.შ.