საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართვეელოს ელჩმა გელა დუმბაძემ შეხვედრა გამართა როსტისლავ ზამლინსკისთან

მ.წ. 21 ივნისს, ქ. ლვოვში, საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ შეხვედრა გამართა ლვოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან როსტისლავ ზამლინსკისთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლვოვის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ანდრიი ბილოუსი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინსიტროს წარმომადგენელი ვიაჩესლავ ვაინაროვსკი და ქ. ლვოვში საქართველო საპატიო კონსული იაროსლავ მუზიჩკო.
შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ქ. ლვოვში გახსნილ საქართველოს საპატიო საკონსულოს სამომავლო საქმიანობის სხვადასხვა სფეროებს. მხარეების მიერ აღინიშნა რომ ქ. ლვოვში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული, საგანმანათლებლო, ტურისტული და სხვა მიმართულებებით. ამ კუთხით იაროსლავ მუზიჩკომ აღნიშნა, რომ არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა საქართველოს საპატიო საკონსულო ქ. ლვოვში იყოს მაქსიმალურად ღია სივრცე აღნიშნული მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში.

უკრაინის მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ ლვოვი მიესალმება საქართველოდან ტუროპერატორების, მეწარმეების, მათ შორის ღვინისა და ყველის ტექნოლოგების ჩამოსვლას ლვოვის ოლქში გამოცდილების გაზიარების მიზნით. ასევე საუბარი შეეხო თანამშრომლობას კულტურის სფეროში და აღინიშნა, რომ ქ. ლვოვში დაგეგმილ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში „ოქროს ლომი“, ტრადიციულად მონაწილეობას მიიღებენ ქართული თეატრალური ჯგუფები, მათ შორის ცნობილი ქართველი რეჟისორის ავთანდილ ვარსიმაშვილის თეატრალური კოლექტივი.

შეხვედრის დასასრულს, უკრაინულმა მხარემ გამოხატა დაინტერესება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და დაუდასტურა ქართველ ხალხს გულწრფელი თანადგომა.