საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მ.წ. 3 თებერვალს, საქართველოს ელჩი დაესწრო მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიას

მ.წ. 3 თებერვალს, უკრაინაში საქართველოს ელჩი, გელა დუმბაძე, დაესწრო ქ. კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში, გამართულ მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიას. 
ასევე, გელა დუმბაძე დაესწრო საღვთო ლიტურგიის შემდეგ გამართულ საზეიმო მიღებას. 
ინტრონიზაციის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლები, უკრაინაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები.