საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კიევის საერთაშორისო ქალთა კლუბის ეგიდით გაიმართა 26-ე ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზრობა

2018 წლის 8 დეკებერს, ქ. კიევში, უკრაინის ეროვნულ ოლიმპიურ კომპლექსში, კიევის საერთაშორისო ქალთა კლუბის ეგიდით გაიმართა 26-ე ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზრობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საელჩომ. საქველმოქმედო ბაზრობის ფარგლებში, უკრაინაში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საშუალება ჰქონდათ მოეწყოთ თავიანთი ეროვნული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო საელჩოს თანამშრომლების მიერ მომზადებული ქართული კერძები და ტკბილეულობა, უკრაინაში ქართული კომპანიების მიერ შემოწირული ღვინო, ჭაჭა, კონიაკი და სხვა სახის პროდუქცია. კულტურული პროგრამის ფარგლებში ქ. კიევში არსებული კულტურული ცენტრის „იბერიელი“ ცეკვის ანსამბლი სტუმრების წინაშე წარსდგა ქართული ფოლკლორული ცეკვითა და სიმღერით. ბაზრობის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ.
საქველმოქმედო ბაზრობის ფონდში საქართველოს საელჩოს მიერ შეტანილ იქნა ფრიად სოლიდური თანხა 54 000 უკრაინული გრივნის ოდენობით.