საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მ.წ. 23-24 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ მონაწილეობა მიიღო უკრაინაში ჰოლოდომორის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ ღონისძიებებში

მ.წ. 23-24 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ მონაწილეობა მიიღო უკრაინაში ჰოლოდომორის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ ღონისძიებებში. კერძოდ, 23 ნოემბერს, უკრაინის უმაღლეს რადაში გაიმართა სხდომა, რომელიც მიეძღვნა აღნიშნულ თემას, ხოლო 24 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მოწვევით და მისი უშუალო მონაწილეობით გაიმართა საერთაშორისო ფორუმი, სახელწოდებით  „უკრაინას ახსოვს. მსოფლიო აღიარებს“, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით  დაესწრნენ სლოვაკეთისა და ლატვიის პრეზიდენტები, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვები.

ფორუმის დასრულების შემდეგ გაიმართა მსვლელობა, რომელიც დასრულდა ჰოლოდომორის დროს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან. ღონისძიებაზე,  მოწვეულები იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები, უკრაინაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლები.