საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მ.წ. 3 ოქტომბერს, ი. კავალერიზის სახლ-მუზეუმში გაიმართა უკრაინაში საქართველოს ელჩის გელა დუმბაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენის გახსნა

მ. წ. 3 ოქტომბერს, ქ. კიევში, საქართველო-უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერობების დამყარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა  ფარგლებში, ივანე კავალერიძის მუზეუმის დირექციისა და ყოველწლიური ღონისძიების „თბილისობა ანდრეევსკის დაღმართზე“ ორგანიზატორების თხოვნით,  ივანე კავალერიძის სახლ-მუზეუმში გაიმართა უკრაინაში საქართველოს ელჩის გელა დუმბაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენის „კიევი. აკრილის დღიური“ გახსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მისასალმებელი იტყვით სტუმრებს მიმართა საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ, მუზეუმის დირექტორმა ოლექსანდრ იუნინმა  და უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ხვიჩა მეფარიშვილმა. გელა დუმბაძემ მადლობა გადაუხადა მუზეუმის დირექტორს და თბილისობის ორგანიზატორს აღნიშნული ინიციატივისთვის,  სტუმრებს მობრძანებისთვის, მოკლედ ისაუბრა თავის შემოქმედებაზე და აღნიშნა, რომ ხსენებულ გამოფენას უძღვნის საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების  100 წლის იუბილეს.

გამოფენის ნახვა მსურველებს შეეძლებათ 14 ოქტომბრამდე.