საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შსს მინისტრი გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა

მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, შსს მინისტრის გიორგი გახარიას სამუშაო ვიზიტი უკრაინაში, რომლის ფარგლებშიც, შედგა პირისპირ შეხვედრა უკრაინის შსს მინისტრთან არსენ ავაკოვთან, ასევე გაფართოებული შეხვედრა უკრაინის შსს ყველა პროფილური სამსახურის ხელმძღვანელთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორგანიზებულ დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლის საკითხები. საუბარი შეეხო კიბერდანაშაულთან და ნარკო-ტრაფიკთან ბრძოლის თემას, აგრეთვე თანამშრომლობას ევროპოლის ფარგლებში.
ვიზიტის მსვლელობისას, აგრეთვე განხორციელდა გიორგი გახარიას შეხვედრა უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერ სტეპან კუბივთან.
საქართველოს ვიცე-პრემიერი ეწვია საქართველოს საელჩოს ქ. კიევში, სადაც გაიმართა მისი საუბარი დიპლომატიური მისიის სრულ შემადგენლობასთან. უკრაინაში განხორციელებულ სამუშაო ვიზიტში მინისტრთან ერთად, მონაწილეობა მიიღო შსს მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ.